დიღვამი, სოფელი თბილისის ჩრდილო-დასავლეთით სასოფლო საბჭოს ცენტრი (მცხეთის რაიონი), 740–--750 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. აღმოსავლეთით ესაზღვრება მდინარე დიღმისწყლის ხეობა, სამხრეთით-დიდვარცლისა და ლისის ტბები, დასავლეთით–მსხალდიდის, სათოვლიისა და დიდგორის მთები. ილია ალხაზიშვილის ცნობით „დიღომი იყო მეფეთა ხელსახოცი“, ესეიგი ყოველდღე დიღმიდან თბილისში მეფის კარზე ჩაჰქონდათ ხილი, მწვანილი და ყოველივე მიწის მოსავალი.(ჟურნალი "განათლება",1914, 7, გვ.520.
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.