ნასოფლარი და ნაციხარი, მდებარეობს თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით 12 კილომეტრზე დაანგრიეს XIX საუკუნის დამდეგს. კ. ხარაძის აზრით, ამ ტერიტორიის სახელი მეფე ერეკლეს მიერ ციხის მშენებლობამდე თითქოს „ნავთლუღი იყო“; ამ მშენებლობის მოშლის შემდეგ მისთვის კვლავ აღუდგენიათ ეს სახელწოდება, მაგრამ უფრო ფართო გაგებით-ერეკლესციხის სანახებიდან ვიდრე ავლაბრამდე (კ. ხარაძე, ერთი ქართული ტოპონიმის ლოკალიზაციისათვის, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების შრომები; ტომი. XII,გვ.287).
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.