(სხვა სახელებით: ორბელიანის კუნძული, სარდარა). იყო მტკვრის ორ ტოტს შორის, ახლა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ტერიტორიაა. ძველად თბილისის მცხოვრებთა ნაგვის საყრელი და მედროშკეთა თავშეყრის ადგილი. სარდალმა დავით ორბელიანმა ხელოვნურად გააღრმავა მტკვრის კალაპოტი თავისი სასახლის წინ (ახლა მარქსის ხიდთან) და ეწოდა ორბელიანის კუნძული. XIX ს. 20-იანი წლებიდან ორბელიანებმა კუნძული დაუთმეს მეგობარ გენერალს მირზაჯან მადათოვს: 1933 წელი მტკვრის მარჯვენა ტოტი მთავარ კალაპოტს შეუერთდა და შეიქმნა ახალი დასახლებული ადგილი ( ახლა კუნძული აღარ არის).
Source: თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია /გრიგოლ ზარდალიშვილი; საქ. სსრ ი. გოგებაშვილის სახ. პედ. საზ-ბა. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.