А Б В Г Д Е Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Э Ю Я
С СЁ СА СБ СВ СГ СД СЕ СЖ СЗ СИ СК СЛ СМ СН СО СП СР СС СТ СУ СФ СХ СЦ СЧ СШ СЪ СЫ СЭ СЮ СЯ
СИ СИБ СИВ СИГ СИД СИЕ СИЗ СИК СИЛ СИМ СИН СИО СИП СИР СИС СИТ СИФ СИЯ

Сила

მდ.
1.ძალა, ღონე; ძალ-ღონე:
2.საუბ. დიდძალი:
3.მრ.
მოქმ. ბრ. силами ძალ-ღონით, ძალებით:
 
1.физическая с. ფიზიკური ძალა;
он обладает огромной с-ой დიდი ღონის პატრონია, ძალიან ღონიერია;
с. солому ломит ანდაზა ძალა აღმართსა ხნავსო;
он положил все свои с-ы на это дело მთელი თავისი ძალ-ღონე ამ საქმეს შეალია;
не щадя сил ძალ-ღონის დაუზოგავად;
это мне не под с-у საამისო ძალა არ შემწევს;
он применил с-у ძალა იხმარა, ძალას მიმართა;
с. тяжести სიმძიმის ძალა;
с. коллектива კოლექტივის ძალა;
движущие с-ы მამოძრავებელი ძალები;
с-ы природы ბუნების ძალნი;
с. ветра ქარის ძალა;
производительные с-ы საწარმოო ძალები;
вооружённые с-ы შეიარაღებული ძალები;
Закон вступил в с-у კანონი ძალაში შევიდა;
терять с-ы ძალის დაკარგვა;
упадок сил ძალ-ღონის გამოლევა, სისუსტე.
С. воли ნებისყოფა.
рабочая с. მუშახელი;
с. духа სულის სიმტკიცე;
я выбился из сил ილაჯი გამიწყდა, არაქათი გამომელია.
2.народу там с. იქ დიდძალი ხალხია.
3.своими с-ами საკუთარი ძალებით.
Взять с-у, войти в с-у ძალაში შესვლა, ძლიერების, გავლენის მოპოვება.
Что есть (было) с-ы (сил) რაც ძალი და ღონე აქვს (ჰქონდა)
Всеми с-ами მთელი ძალით.
(Быть) в с-е ძალაშია.
В с-у (чего) ან с-ою (чего) ძალით; გამო, მიზეზით;
в с-у закона კანონის ძალით.
От с-ы თუ იქნება, ძლივს იქნება;
до города от с-ы двадцать километров ქალაქამდე ოცი კილომეტრი თუ იქნება.
По мере сил, в меру сил შეძლებისდაგვარად.
Под с-у (кому) რისამე ძალა შესწევს.
С-ою вещей შექმნილი ვითარების გამო.
С-ою в ... რაოდენობით;
отряд с-ою в пятьсот бойцов რაზმი ხუთასი მებრძოლის რაოდენობით, ხუთასმებრძოლიანი რაზმი.
Выше (чьих) сил ვისიმე ძალ-ღონეს აღემატება.
Пробовать свои с-ы თავისი ძალ-ღონის, უნარის გამოცდა.
Сил нет как (ან до чего) მეტი რომ არ შეიძლება
Через с-у ძლივძლივობით, გაჭირვებით.
Быть в с-е 1)ძალ-ღონის ქონა. 2)ძალაუფლების, გავლენის ქონა.
В с-ах ძალა შესწევს.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9