დედამიწის თხელი ფენა, სადაც არსებობს და ვითარდება სიცოცხლე. თანამედროვე ბიოსფერო მოიცავს ლითოსფეროს, ანუ დედამიწის ქერქს; ჰიდროსფეროს ანუ დედამიწის წყლიან გარსს და ატმოსფეროს ანუ პლანეტის აიროვან გარსს. ბიოსფეროს ზედა საზღვარი ზღვის დონიდან დაახლოებით 6 კილომეტრს აღწევს. ამ სიმაღლეზე ჯერ კიდევ შეუძლიათ არსებობა ქლოროფილის შემცველ მცენარეებს. ბიოსფეროს ქვედა საზღვარი ვრცელდება 2-3 კმ სიღრმეზე ხმელეთის პირობებში და 1-2 კმ–ის სიღრმეზე ოკეანის ფსკერიდან. ბიოსფეროს ერთ-ერთი დამახასიათებელი თავისებურებაა ნივთიერების წრებრუნვა მის ცოცხალ და არაცოცხალ ნაწილებს შორის. ამ პროცესს მნიშვნელოვანი ენერგია ესაჭიროება. ამ ენერგიის წყაროა მზე.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.