სატყეო წარმოების ღონისძიებების სისტემა მიწების ნაყოფიერების ამაღლებისა და არახელსაყრელი ბუნებრივი პირობებით გამოწვეული გვალვის, ეროზიის, დაჭაობების თავიდან ასაცილებლად. თოვლის შესაკავებლად, ქარების შესასუსტებლად, ჩამონადენის სარეგულირებლად, ეროზიისაგან ნიადაგის დაცვისა და ქვიშის დამაგრების მიზნით ძირითადი ღონისძიებებია ტყის ზოლების გაშენება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.