ინსექტოაკარიციდული პრეპარატია, რომელიც მავნებლის საჭმლის მომნელებელ სისტემაზე მოქმედი პრეპარატია - მავნებლის მატლები იკვებებიან შეწამლული ფოთლებით და 2-3 დღეში იღუპებიან. ბიტოქსიბაცილინი ეფექტურია კომბოსტოს ხვატარების, კომბოსტოს და თალგამის თეთრულას, ჩრჩილების, კოლორადოს ხოჭოს, აბლაბუდიანი ტკიპას, ყურძნის ჭიის წინააღმდეგ. უვნებელია ადამიანების, შინაური ცხოველებისა და ფუტკრებისათვის, არ აბინძურებს გარემოს, გამოყენება შეიძლება შემდეგ კულტურებში: კარტოფილი, პამიდორი, ბადრიჯანი, კომბოსტო, კიტრი (დახურული გრუნტი), ვაზი.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.