ნიადაგის ტიპი, რომელსაც პროფილში ნატრიუმიანი ჰორიზონტი გამოსახული აქვს ზედაპირიდან 100 სმ ფარგლებში. ნიადაგები გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო ზონაში (დედაფლისწყარო, სიღნაღი, გურჯაანი, გარდაბანი, მარნეული) და მას 156735 ათასი ჰექტარი უკავია აქედან 63,6 ათასი ჰექტარი სახნავია. ბიცობი ნიადაგები ცუდი ფიზიკური-ქიმიური თვისებებით, მშთანთქავ კომპლექსში ნატრიუმის მაღალი შემცველობით და მაღალი ტუტე რეაქვიით ხასიათდება. სიმშრალის პირობებში დიდია დაწიდულობა, ხოლო ტენის პირობებში - სინლანტე და დიდი თქვირების უნარი. მცენარისათვის საჭირო საკვები ელემენტები და ჰუმუსი მინიმუმშია. ასევე ნიადაგზე მცენარე ნორმალურად ვერ ვითარდება, რის შედეგად დაბალია მოსავლიანობა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.