L. (Bronze Mosaic Virus (BMV)) ავადმყოფობა ვირუსულია, განსაკუთრებით ვლინდება პამიდორის ღია გრუნტში მოყვანისას, მაგრამ ზოგჯერ გვხვდება სათბურებშიც; ასევე აზიანებს წიწაკას და ბადრიჯანს. ახალგაზრდა ფოთლებსა და წვეროებზე ჩნდება ბრინჯაოსფერი (მოყვითალო ყავისფერი) ან ჭუჭყიანი იისფერი ლაქები, შემდეგ ვითარდება სხვადასხვა ფორმის ყავისფერი ნეკროზული ლაქები. ნეკროზი ვრველდება საშუალო ფოთლებზეც, რომლებიც მუქდება და ხმება. მცენარის ღეროზე, განსაკუთრებით მის ზედა ნაწილსა და ფოთლის ყუნწზე ჩნდება ხაკისფერი და შავი ხაზები. ძლიერი დაავადებების ყლორტების წვეროები ხმება და ნაყოფები აღარ წარმოიქმნება. მწვანე ნაყოფის ზედაპირზე ვითარდება ხაკისფერი, ყვითელი და უფერული რგოლები. ხშირად ნაყოფების მიმაგრების ადგილზე წარმოიქმნება ყავისფერი ხაზები, დამწიფებისას ნაყოფები აჭრელებულია ბ რ ი ნ ჯ ა ო ს ფ რ ა დ . ა ვ ა დ მ ყ ო ფ ო ბ ა ვრცელდება თრიფსებით, ჩითილების გადარდვის და პამიდორის შეყალვის პერიოდში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.