L. (Euzophera punicae Pass.) ეს მავნებელი საქართველოში საკარანტინო ობიექტია, თუმცა შესაძლებელია მისი გავრცელება. საჭიროა ყველა ზომის მიღება მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. პეპელა კვერცხს ნაყოფის ჯამზე და მისი ქერქის ნაპრალებში დებს. გამოჩეკილი მატლი იჭრება ნაყოფის შიგნით, სადაც მიმდინარეობს მისი განვითარება. მატლი იკვებება თესლის კანით და ჩანასახით. დაჭუპრება მიმდინარეობს ან ნაყოფის ჯამში, ან ქერქის ნაპრალებში. ჭუპრდება თეთრ აბრეშუმისებრ პარკში. ზამთარს ატარებს მატლის ფაზაში, შტამბზე გამხმარი ქერქის ქვეშ, ქერქის ნაპრალებში, ნაყოფში და ა.შ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.