L. (Tenuipalpus punicaen Pritch.) გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. ტკიპა ზამთარს ატარებს ზრდასრულ ფაზაში ტოტებისა და ყლორტების დაფარულ ადგილებში. გაზაფხულზე, ჰაერის საშუალო დღეღამური ტემპერატურის 13°C-ზე გამოზამთრებული ტკიპები საფარიდან გამოდიან და საფოთლე კვირტებით იკვებებიან. ვეგეტაციის პერიოდში მისი აქტიური ფაზები ძირითადად დასახლებულია ბროწეულის დიდი ხეების პერიფერიული ტოტებზე, რომლებიც უკეთაა განათებული და გამთბარია მზისაგან. ტკიპები, როგორც კვების, ისე კვერცხის დების დროს, დაჩრდილულ ადგილებს გაურბიან. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ დაჩრდილული ბროწეულის ბუჩქები ნაკლებადაა დაზიანებული. დამატებითი კვების შემდეგ, ტკიპები კვირტებზე, მათ ფუძესთან და ტოტებზე მოგრძო, წითელი ფერის კვერცხების დებას იწყებენ. ნოემბრის დამდეგს საშუალო დღეღამური ტემპერატურის 12-13°C - ზე იწყება ტკიპების მეზამთრეობაში გადასვლა. თბილისის მიდამოში მავნებელი წელიწადში 6 გენერაციას იძლევა. ის უარყოფითად რეაგირებს ჰაერის მაღალი ტებიანობისა და დაბალ ტემპერატურაზე, ამასთან ამჟღავნებს დიდ გვალვაგამძლეობას. ტკიპას განვითარება-გამრავლებისათვის ოპტიმალური ჰაერის დღეღამური ტემპერატურა 28-30°C და ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 40 – 60%.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.