მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ გამოყენებული მეთოდების ერთობლიობა. ამ მეთოდის თეორიული საფუძველი მდგომარეობს მავნე სახეობის პოპულაციის შემცირებაში ერთი რომელიმე ხერხის მეშვეობით და მის საბოლოო განადგურებაში სხვა საშუალებებით. მაგ., ზემოქმედება შხამქიმიკატებით, ხოლო გადარჩენილ, შხამებისადმი რეზისტენტულ ინდივიდზე ბიოლოგიური მეთოდების გამოყენება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.