L. (Theresimima ampelophaga Bayle.) სხვადასხვა ასაკის მატლის სახით სახლობს ვაზის შტამბზე, ვაზის რქის გულში ამსკდარი ქერქის ქვეშ და კვირტის ფუძესთან. გაზაფხულზე მატლი ჯერ დაბერილი კვირტით იკვებება, იჭრება შიგ და გამოსჭამს შიგთავს, შემდეგ კი ფოთოლს აზიანებს. დაზიანებილი კვირტი გარეგნულად საღს გავს, ხელის მოჭერით კი ადვილად იფშვნება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.