C

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბუგ ბუდ ბუზ ბუკ ბუნ ბურ

ბურტყლა ბუგრი

L. (Eriosoma tanigerum Hausm.)
ვაშლზე გავრცელებულ ბუგრებს შორის ბურტყლა ბუგრი საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან მავნებელს წარმოადგებს. იგი მასობრივად გვხვდება დასავლეთ საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - უფრო მეტად ლაგოდეხის, ყვარლის, გორისა და კასპის რაიონებში, სადაც ნარგაობა ხშირად ირწყვება. ბუგრის სხეული დაფარულია თეთრი ფიფქით. ბუგრი სწრაფად მრავლდება, ქმნის კოლონიებს, სახლდება ყლორტებზე, ტოტებზე, შტამბზე, ფესვებზე, ფოთლის ყუნწზე. ბუგრით დასახლებულ ადგილებზე ტოტებზე, ღეროსა და ფესვებზე ჩნდება სიმსივნეები, ბზარები და კოჟრები, საიდანაც ქსოვილში იჭრება სოკოები და ბაქტერიები, რომლებიც იწვევენ მცნარის დაავადებას (ვაშლის კიბოს) ბუგრების კვების შედეგად მცენარეში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, მცენარე სუსტდება. სანაყოფე ყლორტები ნაკლებად ვითარდება, ტოტები ხმება, შემდეგში კი ხე მთლიანად იღუპება. ბურტყლა ბუგრი განსაკუთრებით საშიშია სანერგეებისათვის, რადგან დაზიანებული ნამყენი მალე გამოდის წყობიდან. გარდა ამისა, სარგავი მასალით მავნებელი ახალ ადგილებში ვრცელდება. ბურტყლა ბუგრი ახალგაზრდა მატლის სტადიაში ზამთრობს ქერქის ქვეშ ნაპრალებში, ფესვებზე, გაზაფხულზე ბუგრი იღვიძებს და განაგრძობს კვებას, ერთი თვის კვების შემდეგ ზრდას ასრულებს და იწყებს გამრავლებას. მრავლდება პართენოგენეზურად, რეგიონის მიხედვით სეზონში 10 – 15 თაობას იძლევა. შუა ზაფხულში მცენარეში წვენის მოძრაობის შენელებასთან ერთად ბუგრების ნაწილი გადადის ტოტებიდან ფესვებზე, სადაც განაგრძნობს გამრავლებას და დაზიანებას, შემოდგომის დამლევს, სიცივეების დაწყებისას ბუგრები კვებას წყვეტენ და იზამთრებენ. ბურტყლა ბუგრის განვითარებას ხელს უწყობს შედარებით მაღალი ტენი (70- 75%) და ტემპერატურა (22-24°C).
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9