C

გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გაბ გად გაე გავ გათ გაკ გალ გამ გან გარ გას გაუ გაღ გაყ გაც გაწ გაჯ

გაბრო

შავი ან მუქი ნაცრისფერი, ფუძე შედგენილობის სრულკრისტალური სიღრმული ინტრუზიული ქანი. დაახლოებით თანაბარი რაოდენობით შეიცავს ფუძე პლაგიოკლაზსა და პიროქსენს. მეორეხარისხოვანი მინერალებია ამფიბოლი, ოლივინი, მაგნეტიტი და ტიტანომაგნეტიტი. განლაგებულია დაიკის, შტოკის, სილის, ლაკოლითისა და ლოპოლითის სახით. ზოგიერთი გაბროს სხეულის გამოსავლის ფართობი რამდენიმე ათასეული კვადრატული კილომეტრია. გაბროს გამოფიტვის შედეგად წარმოიქმნება რკინოვანი თიხები, ოხრა და იშვიათად დაბალხარისხიანი კაოლინი. გაბროს გაკრიალებულ ფილაქნებს იყენებენ მოსაპირკეთებელ დეკორატიულ მასალად. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9