ადგენს ძირითად ვალდებულებებს კლიმატის ცვლილებაზე ერთობლივი მოქმედებისა და მასთან ბრძოლის კუთხით. UNFCCC ხელმოწერილია და რატიფიცირებულია 196 ქვეყნისა და 1 რეგიონული ორგანიზაციის მიერ. ეს არის ჩარჩო კონვენცია, რომელიც მოქმედების საერთო რეჟიმს აყალიბებს კლიმატის ცვლილების კუთხით. სპეციფიკური და სამართლებრივად სავალდებულო სამიზნე მაჩვენებლები და ქმედებები კი ასახულია სხვა დამატებით შეთანხმებებში, როგორიცაა 1997 წლის კიოტოს ოქმი (ძალაში შევიდა 2005 წელს) და 2015 წლის პარიზის შეთანხმება (ძალაში შევიდა 2016 წელს).
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.