1.ნიადაგი, რომლის პროცესში შეინიშნება მორფოლოგიურად ან ანალიზურად გაეწრების ნიშნები, თუმცა არ მიეკუთვნება ეწერს, ე.ი. გაეწრების პროცესი ნიადაგში მიმდინარე ძირითადი პროცესის თანხლებია. ამ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინი ემატება ნიადაგის ტიპის სახელწოდებას; მაგ., ტყის ყომრალი გაეწრებული, შავმიწა გაეწრებული; 2. საყოველთაოდ ხმარებული ტერმინი ყველა ნიადაგისათვის, რომელსაც პროფილში აქვს ეწერწარმოქმნის ნიშნები; 3. ფრანგული სკოლის ტერმინი იმ კლასის ნიადაგებისათვის, ეს კლასი აერთიანებს ეწერების, ეწერიან, ჟანგმიწა ეწერიანი, კრიპტო-ეწერიანი ნიადაგების ჯგუფებს, ბორეალურ, ალპურ, ლებიან, ტროპიკულ დაბლობებს ეწერებს; ისინი გაერთიანებულია კლიმატური ნიშნებით ან ჰიდრომორფიზმით სამ ქვეკლასში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.