კვებითი სპეციალიზაციით ფართო პოლიფაგია და შეუძლია დააზიანოს მცენარეთა 200-მდე სახეობა. აზიანებს მცენარეთა მთავარ ფესვებს, რაც ხელს უწყობს მათში პათოგენური ორგანიზმების – მწერების, ბაქტერიების და სხვადასხვა მცირე ზომის მწერების შეღწევას. ნემატოდები მცენარეში გამოყოფენ სპეციალურ ფერმენტებს, რისი ზემოქმედებითაც ფესვები დიდდება, დეფორმირდება და წარმოიქმნება გალები, რასაც შემდგომ ფესვთა სისტემის დაშლა და მცენარის დაღუპვა მოსდევს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.