C

გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გაბ გად გაე გავ გათ გაკ გალ გამ გან გარ გას გაუ გაღ გაყ გაც გაწ გაჯ

გამოფიტვა

ქანების შეცვლის პროცესი მასზე სხვადასხვა ფაქტორის (ატმოსფერული, ცხოველური, მცენარეული, მექანიკური, ფიზიკური, ქიმიური) ზემოქმედებით, რის შედეგად ქანი იშლება და ახალი თვისებების (ფორიანობა, წყალშეღწევადობა, სხვადასხვა რეაქციაში აქტიური მონაწილეობა) მქონე ნაშალი წარმოიქმნება. განასხვავებენ: 1. ფიზიკურ, ანუ მექანიკურ (გულისხმობს მკვრივი ქანების დაქუცმაცებას ქიმიური შედგენილობის შეუცვლელად, მიმდინარეობს ტემპერატურის მკვეთრი რყევადობით, ქანების ნაპრალებში წყლის გაყინვით, მდინარისა და სხვა მექანიკური ზემოქმედებით). 2. ქიმიურ (გულისხმობს გამოფიტვის ქერქში ცირკულირებული ხსნარებისა და გაზების მოქმედებით ქიმიურ და მინერალური შედგენილობის შეცვლას) და 3. ბიოლოგიურ გამოფიტვას (მიმდინარეობს ცოცხალი ორგანიზმების აქტიური მონაწილეობით).
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9