სივრცეს, სადაც გამოფიტვა მოქმედებს, გამოფიტვის შედეგად წარმოიქმნება გამოფიტვის ქერქი, რომელიც შეიცავს ქანებისა და მინერალების ნამსხვრევებისაგან შემდგარ ფაშარ და ფორიან მასალას. გამოფიტვა სტადიურად მიმდინარეობს, გამოფიტვის ქერქში ხშირად შეიმჩნევა ზონალურობა. გამოფიტვის ზონასთან ხშირადაა დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის საბადოები.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.