C

გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გაბ გად გაე გავ გათ გაკ გალ გამ გან გარ გას გაუ გაღ გაყ გაც გაწ გაჯ

გამოფიტვის ქერქი

დედამიწის ზედაფენა, რომელიც შედგება ქანების შეცვლილი ფხვიერი პროდუქტებისაგან; წარმოიქმნება ქანებზე წყლის, ჰაერის და ორგანიზმების ერთობლივი მოქმედებით. გამოფიტვის ქერქის შემადგენლობაში შედის ადგილზე დარჩენილი და გადარეცხილი მასალა. ასხვავებენ გამოფიტვის სიალიტურ და ფერალიტურ ქერქს. სიალიტურში სჭარბობს მეორეული ალუმოსილიკატები, ფერლიტურში - ალუმინაისა და რკინის ჟანგის მინერალები (რკინის ჟანგის მინერალების სიჭარბისას გამოფიტვის ქერქი ალფერიტულია, ალუმინის ჟანგის მინერალების სიჭარბისას - ალიტური, თანაბარი რაოდენობისას-ფერალიტური).
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9