დაავადებული ხეების ფოთლები ყვითლდება და ზრდაში ჩამორჩება. ხშირად ზაფხულში ნაადრევი ფოთოლცვენის გამო ხეები შიშვლდება, შემოდგომაზე კი მეორედ იწყებენ შეფოთვლას. დაავადებული მცენარის შინაგანი სიმპტომები კარგადაა გამოხატული ხის შტამბის და ტოტის მერქნის ქსოვილების ნეკროზის სახით. დაავადების გარეგნული სიმპტომები - ფოთლის გაყვითლება და ცვენა, რომელიც ვლინდება დაავადებიდან 3 წლის შემდეგ, ხოლო შინაგანი სიმპტომები - მერქნის ნეკროზი 2 – 3 დღის შემდეგ დაავადებას იწვევს სოკო ვერტიცილიუმი. იგი ნიადაგის სოკოა და მცენარეში იჭრება ფესვებიდან ან ფესვის ყელიდან. სოკოს შეჭრას მცენარე დაავადებული ქსოვილების ირგვლივ საფევი ქსოვილების წარმოქმნით პასუხობს, რითაც მცენარის სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ე.ი. აპირობებს დაავადების ქრონიკულ მიმდინარეობას. მიუხედავად ამისა, ახალწარმოქმნილ ქსოვილში ავადმყოფობა თანდათან ვრცელდება და იწვევს მცენარის ნაწილობრივ ან მთლიანად ხმობას.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.