აავადებს ყლორტებს, ფოთლებსა და ფოთლის ყუნწებს, რომლებზეც მოწითალო ლაქებია, ლაქებზე კი კონუსისებრი მეჭეჭები ვითარდება. მცენარე სუსტდება, მუხლთაშორისები მოკლდება, ფოთლები დეფორმირდება, კალმები არ ფესვიანდება. გამომწვევი: იწვევს ჩანთიანი სოკო, რომელიც ივითარებს როგორც ჩანთიან ნაყოფიანობას ჩანთებისა და ასკოსპორების სახით, ისე კონიდიალურ ნაყოფიანობას ელიფსური კონიდიოსპორების სახით, წარმოქმნის ქლამიდოსპორებსაც.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.