მსოფლიო ნიადაგების რუკის ლეგენდის ტერმინი იმ ნიადაგებისათვის რომლებიც ვითარდებიან ჭარბტენიან პირობებში და ხასიათდებიან ჰუმუსიანი A ჰორიზონტის მასიური ლებიანი ჰორიზონტის არსებობით. ქვეტეპებისა და გვარების აღსანიშნავად იხმარება ტერმინები: გლეისოლი ღარიბი, გ. ჰუმუსიანი, გ. მდიდარი, გ. ჰუმუსიან-კრიოგენური, გ. ჰუმუსიან-ტიპური, გ. რკინიანი, გ. კარბონატული და სხვ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.