სამეცნიერო წრეებში ისევე აქტიურად გამოიყენება, როგორც „კლიმატის ცვლილება“. პროცესის დახასიათებისას გამოიყენება ორივე ტერმინი, რადგანაც ისინი ერთმანეთს ავსებენ და ერთი მეორით ვერ ჩანაცვლდება: გლობალური დათბობა დედამიწის ზედაპირზე საშუალო ტემპერატურის მატებაზე მიუთითებს, ხოლო კლიმატის ცვლილება მოიცავს ყველა ზემოქმედებას, რომლებიც ახლავს ამ პროცესს (ნალექიანობის ზრდა, გახშირებული და განგრძობადი გვალვები, ყინულის საფარის დნობა, თუ სხვა მოვლენები).
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.