C

გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გლა გლე გლო გლუ

გლუკოზა

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მონოსაქარიდი ჰექსოზების ჯგუფიდან. გვხვდება ხილისა და კენკრის მრავალი სახეობის წვენში, მათ შორის, ყურძნისაშიც. სწორედ ამ უკანასკნელიდან მომდინარეობს შაქრის ამ სახეობის სახელწოდება. გლუკოზა ექვსატომიანი შაქარია (ჰექსოზა). იგი ცოცხალი უჯრედის ენერგიის უმნიშვნელოვანესი წყაროა. გლუკოზა ასევე გვხვდება თაფლში დიდი რაოდენობით. გლუკოზა მედიცინაში ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9