L. (Pseudoperonospora cubensis et Curt.) ეს დაავადება აზიანებს მცენარეთა ფოთლებს, ღეროებს და ნაყოფებს. დაავადებულ ორგანოებზე ჩნდება ლაქები, რომლებზეც პირისფერი მეჭეჭები ვითარდება. საზამთროს ფოთლებზე დაავადება პირველად არასაკმარისად გამოსახულ ლაქებს აჩენს, რომელთა რივხვი დამოკიდებულია ავადმყოფობის განვითარების პირობებზე (ტემპერატურა, ჰაერის ფარდობითი ტენიანობა) თუ პირობები ხელსაყრელია, ლაქები დიდდება, მრავლდება. ხშირად ფოთოლი ხმება. როდესაც დაავადებული არეში მთავარი ძარღვია მოხვედრილი, მაშინ ფირფიტის ის ნაწილი ხმება, რომლებიც ამ ძარღვით იკვებება. ღეროს დაავადებას, იმის მიხედვით, თუ რა ადგილას მოხვდება ინფექცია, სხვადასხვა სიმპტომი აქვს. დაზიანება თუ ღეროს ფესვის ყელთანაა, მაშინ მთელი მცენარის გახმობას იწვევს, თუ ღეროს წინა ნაწილია დაზიანებული, მაშინ მისი უკანა ნაწილი ახალ პწკალს გამოიტანს. სოკო ფოთლის ზედაპირზე სარეცელს აჩენს, რომელზედაც ვერტიკალურად განლანებული კონიდიოფორებია. სპორები ჯერ ლორწოშია გახვეული, შემდეგ წყლის წვეთების საშუალებით იხსნება, იფანტება და მცენარეს აავადებს, ანთრაქნოზის გამომწვევი სოკოს 57 ნიადაგშიც შეუძლია ცხოვრება, სადაც შესაბამისად წვრილი სკლეროციებით იზამთრებს და შემდეგ ავადმყოფობას ანახლებს. ავადმყოფობაზე დიდ გავლენას ახდენს გარემო პირობები. განსაკუთრებით სინოტივე, გავრცელებას ხელს უწყობს მწერებიც, რომლებიც თავისი ტანით ავრცელებენ სპორებს. სპორების განვითარების ოპტიმალური ტემპერატურაა 22-270 C, განვითარება შედარებით დაბალი ტემპერატურის დროსაც შეუძლია, თუმცა საინკუბაციო პერიოდი იცვლება. ჩვენს პირობებში ანთრაქნოზი ზაფხულის მეორე ნახევარში ჩნდება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.