C

გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გოგ გომ

გოგრისებრთა ბაქტერიული ანუ კუთხოვანი ლაქიანობა

L. (Pseudomonas lacrumans (Smits Bryan) Carsner)
ამ დაავადების გამომწვევია ბაქტერია, რომელიც თესლს, ფოთოლსა და ნაყოფებს აზიანებს. აღმონაცენზე წვრილი მომრგვალო წყლულოვანი ლაქების წარმოქმნა, რომელიც შემდგომში ერთიანდება და ფარავს ფოთლის ფირფიტის მთელ ზედაპირს. დაზიანებული ქსოვილი იღებს მურა შეფირილობას. მოზრდილ მცენარეზე დაავადება ვითარდება ქვედა იარუსის ფოთლებზე. მათზე წარმოიქმნება ზეთოვანი, დაკუთხული, ურთიერთისაგან ძარღვებით გამიჯნული ლაქები, რომლებიც ტენიან ამინდში, ფოთლის ქვედა მხარეზე ჩნდება. ბაქტერიოზით დაავადებული ნაყოფის ზედაპირზე ვითარდება წვრილი მომრგვალო წყლიანი ლაქები, რომლებიც იჭრება ქსოვილში და თანდათანობით იღებს წყლულის სახეს. მოზრდილი ნაყოფი დეფორმირდება და კარგავს სასაქონლო თვისებას. ბაქტერიოზის განვითარება შესაძლოა ფოთლის ყუნწზე, მასზე წარმოიქმნება გრძივი, შემდგომში წყლულად გარდაქმნილი ლაქები, რის გამოც დაავადებული ფოთლები წყვეტს ზრდას და ცვივა. ბაქტერიოზით დაავადებას ხელს უწყობს მცენარის ორგანოებზე მოხვედრილი წყლის წვეთები.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9