ნიადაგის მსხვილ, არაკაპილარულ ფორმებში ავსებს და საერთოდ მოძრავ მდგომარეობაში იმყოფება. იგი ემორჩილება სიმძიმის ძალას, რითაც გრუნტში ზემოდან ქვემოთ მოძრაობს. ნიადაგს აქვს უნარი დაიკავოს განსაზღვრული რაოდენობის ტენი, რომლებიც არ გადაინაცვლებს სიმძიმის ძალით; ამგვარი მდგომარეობა ცნობილია ზღვრული ტენტევადობით. როცა ნიადაგი ზღვრულ ტენტევადობაზე მეტ წყალს მიიღებს და მისი დაკავების უნარი არა აქვს, მაშინ წყალი სიმძიმის ძალით ქვედა ფენებში გადაინაცვლებს, რათა დაღმავალი დინება წარმოიქმნება. სწორედ ტენის ეს ჭარბი რაოდენობა ცნობილია გრადაციული ტენის სახელწოდებით.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.