C

და დე დი დო დრ
დაა დაბ დად დავ დაკ დალ დამ დან დაო დაჟ დას დატ დაფ დაღ დაშ დაც დაწ დაჭ დახ

დამლაშებული ნიადაგი

წყალში ხსნადი მარილებით მდიდარი ნიადაგები, რომლებიც აბრკოლებენ კულტურული მცენარის განვითარებას; ძირითადად გვხვდება შრალი კონტინენტური კლიმატის პირობებში. დამლაშებისა და ბიცობიანობის ხარისხი განისაზღვრება ვ. ჩხიკ¬ვიშვილის საკლასიფიკაციო სქემით: 1.დაუმლაშებელ ნიადაგებში წყალში ხსნად მარილთა რაოდენობა შეადგენს 0,1 – 0,2% - ს; 2. სუსტად დამლაშებულში - 0,2 – 0,5% - ს; 3. საშუალოდ დამლაშებულ ნიდაგებში - 0,5 – 1% - ს; 4. ძლიერ დამლაშებულ ნიდაგებში - 1,01 – 1,5% - ს; 5. უძლიერესად დამლაშებულ ნიდაგებში - 1,5 – 3% - ს; 6. მლაშობ ნიდაგებში წყალში ხსნად მარილთა რაოდენობა ზედაპირიდანვე 1 – 2% - ზე მეტია. დამლაშებული ნიადაგები აერთიანებს ორ ჯგუფს: 1. ბიც-ბიცნარ (მლაშობები) და 2. ბიცობ-ბიცობმარ ნიადაგებს. ბიცი და ბიცნარი ნიადაგები ხასიათდება მძიმე მექანიკური შედგენილობით. მათი უმეტესობა მიეკუთვნება თიხებს. შთანთქმულ კატიონებში ჭარბობს კალციუმი. ჰუმუსის შემცველობა დაბალია. თიხამინერალები წარმოდგენილია მონტმორილონიტით და ჰიდროქარსებით. ბიცობი და ბიცნარი ნიადაგები ადვილად ხსნად მარილენს განსხვავებული რაოდენობით შეიცავენ. ბიცობში მათი შემცველობა ზედა ფენებში 1,76 – 3,18% შეადგენს, სიღრმეში კი 3,5 – 3,5% არწევს. ბიცები ადვილად ხსნად მარილებს შეიცავენ ზედაპირიდანვე, ბიცნარები ქვედა ფენების სხვადასხვა სიღრმიდან. ბიცობი და ბიცობნარი ნიადაგები ხასიათდება მძიმე მექანიკური შდგენილობით, მშრალ მდგომარეობაში მომატებული სიმკვრივით, ტენიან პირობებში სიბლანტით, წყლის ცუდი გამტარობით. თიხამინერალები ძირითადად წარმოდგენილია მონტმო რილონიტით და ქიგროქარსებით. ჰუმუსის შშემცველობა დიდ ფარგლებში მერყეობს. ამ ნიადაგების ძირითად გენეზისურ თავისებურება-ბიცობიანობა განი საზღვრება შთანთქმული ნატრი¬ უმის შემცველობით. საქაარ თველოში ნიდაგებისათვის ასევე დამახასიათებელია მაგნიუმის მაღალი შემცველობა, რაც აძლიერებს ბიცობიანობას. ბიცობიანი და ბიცობნარი ნიადაგები ხასიათდებიან ადვილად ხსნადი მარილების სხვადასხვა შემცველობით. მათ შორის გვხვდება ისეთი ნიადაგებიც, სადაც ხსნადი მარილები მცირე რაოდენობითაა. დამლაშებული ნიადაგების საერთო ფართობი საქართველოში შეადგენს 1,6% (112 600 ჰა).ეს ნიადაგები გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ბარის ზონაში: ალაზნის, ელდარის, ტარიბანა-ნატბეულის, ლაკბეს, შავმინდვრის აკუმულაციურ ვაკეებზე; ფრაგმენტულად გვხვდება შუა ქართლში. დამლაშებული ნიადაგების რელიეფი წარმოდგენილია მთათაშორის დეპრესიებით, ალუვიური ვაკეების, დახშულ ტბებსა და ნატბეურების ელემენტებით. ბიცობი ნიადაგები, ძირითადად, განვითარებულია დეპრესიული ახალგაზრდა რელიეფის ელემენტებზე, ხოლო ბიცობიანი შედარებით ძველი შემაღლებული რელიეფის პირობებში. ნიადაგწარმომქმნელი ქანები წარმოდგენილია ალუვიური, პროლუვიურ-დელუვიური, დამლაშებული ნაფენებით და დამლაშებული თიხებით. კლიმატი მშრალი სუბტროპიკულია, ცხელი ზაფხულითა და თბილი, თითქმის უთოვლო ზამთრით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა უდრის 12,1 – 12,50 C. აქტიურ ტემპერატურთა ჯამი შეადგენს 4000 - 45000 C. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა შვიდი თვეა. ნალექების წლიური რაოდენობა 380-600 მმ - ია. ნალექების მინიმუმი ზამთარში მოდის, ხოლო მაქსიმუმი მაისსა და ივნისში. დატენიანების კოეფიციენტი არის 0,33 – 0,50. ბიცი და ბიცნარი ნიადაგები, ჰიდროლოგიური პირობების მიხედვით, იყოფა ჰიდრომორფულ და ავტომორფულ ნიადაგებად. ჰიდრომორფული ბიცები და ბიცნარები წარმოიქმნება მინერალიზებული 61 გრუნტის წყლის ზედაპირთან ახლო დგომის პირობებში (1,5 -3 მ - მდ).ავტომორფულ მლაშობებში მინერალიზებული გრუნტის წყალი ღრმადაა (10 მ - მდე). ბიცი და ბიცნარი ნიადაგები იყოფა შემდეგ ქვეტიპებად: ტიპური, მდელოს, დაჭაობებული, მერორეული მლაშობები. ტ ი პ უ რ ი ჰ ი დ რ ო მ ო რ ფ უ ლ ი მ ლ ა შ ო ბ ე ბ ი ს პროფილი სუსტადაა დიფერენცირებული და გამოირჩევა მთელ პროფილში ადვილად ხსნადი მარილების მაღალი შემცველობით. მ დ ე ლ ო ს მ ლ ა შ ო ბ ე ბ ი შეიცავენ ხსნადი მარილების შედარებით ნაკლებ რაოდენობას და ფორმირდება ნაკლებად მინერალიზებული გრუნტის წყლის გავლენით. დ ა ჭ ა ო ბ ე ბ უ ლ ი მ ლ ა შ ო ბ ე ბ ი ხასიათდებიან ხსნადი მარილების მაღალი შემცველობით და პროფილის გალებებით. ისინი ფორმირდება ჭარბტენიან პირობებში. მ ე ო რ ე უ ლ ი მ ლ ა შ ო ბ ე ბ ი ფორმირდება არაწესიერი მორწყვის შედეგად, გრუნტის წყლის ზეაწევით და ხსნადი მარილების ზედაპირზე დაგროვებით. ბიცობები იყოფიან შემდეგ ქვეტიპებად: მდელო-სტეპის, სტეპის, ნახევრად უდაბნოს ბიცობებად. დამლაშების ხასიათის მიხედვით არჩევენ: სოდიან, შერეულ (სოდიან-სულფატურ-ქლორიდული), ქროლიდულ-სულფატურ ბიცობიან ნიადაგებს. ბიცობი და ბიცობნარ ნიადაგებს ყოფენ სახეობებად შთანთქმული ნატრიუმის შემცველობის მიხედვით: ძლიერ სუსტი (Na 10% - მდე შთანთქმული ფუძეების ჯამიდან), სუსტი (Na 10- 25% შთანთქმული ფუძეების ჯამიდან), საშუალო (Na 25 40% - შთანთქმული ფუძეების ჯამიდან) და ძლიერ ბიცობები (Na > 40% - შთანთქმული ფუძეების ჯამიდან), დამლაშებული ნიადაგები მიეკუთვნება ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზის სოლონეცების ჯგუფს, ნატრიკ ჰორიზონტის არსებობის გამო ან სოლონჩაკების ნიადაგურ ჯგუფს, სალიკ ჰორიზონტის არსებობის გამო.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9