L. (Lauritrioza alacris Flor.) გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში. მისი ახალგამოჩეკილი მატლები და ნიმფები წუწნით აზიანებენ დაფნის ორივე ვეგეტაციის ახალგაზრდა ყლორტებს და ფოთლის ძარღვებს, რის შედეგადაც ფოთლის კიდეები ქვემოთ მხრიდან იკეცება, ფოთოლი ხუჭუჭდება, ეხვევა. დაზიანებული ადგილები ჯერ მოწითალო ფერისაა, შემდეგ კი თანდათანობით უფერულდება. ასეთი დაზიანების შედეგად მცენარის სიცოცხლისუნარიანობა ეცემა, ნაზარდი და საერთოდ მწვანე მასა იკლებს, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვნად ამცირებს არა მარტო პროდუქციის რაოდენობას, არამედ მის სასაქონლო ღირებულებასაც. დაფნის ფსილა მონიფაგია. მისი მკვებავი მცენარეებია: კეთილშობილი დაფნა, კანარის დაფნა და ქაფურის დაფნა. ფსილა წელიწადში 2-5 თაობას იძლევა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.