L. (Gloeosporium nobile Sacc.) ერთ-ერთი ძლიერ გავრცელებული დაავადებაა. ის აავადებს ფოთლებს, ყლორტებსა და თესლებს, ხელსაყრელ პირობებში მასობრივი გავრცელებით ხასიათდება და საგრძნობ ზიანსაც იწვევს. დაავადება მცენარის ქსოვილებში პათოგენის სპორების ღივების შეჭრით იწყება. ფოთლებზე წარმოქმნილი ლაქები პირველად მუქი ყავისფერია და მის დიდ ნაწილს იკავებს. ანალოგიური სიმპტომები ვლინდება ყლორტის დაავადების დროსაც, ხოლო ნაყოფების დაავადებისას იწვევს ჯერ ნაყოფის, შემდეგ კი თვით თესლების ლპობასაც. ყველა ანთრაქნოზული დაავადება, მათ შორის, დაფნის ანთრაქნოზი, ტენიანი პირობების ავადმყოფობად ითვლება. მათი განვითარება და გავრცელება დიდადაა დამოკიდებული ჰაერის ოპტიმალურ (90 – 100%) ტენიანობისა და ოპტიმალურ 25 - 30° C ტემპერატურაზე. სოკოს განვითარებასა და გავრცელებაზე დიდ გავლენას ახდენს მზის სხივების პირდაპირი მოქმედება. მცენარის ნაწილებში სოკო სიცოცხლის უნარიანობის 16 თვის განმავლობაში ინარჩუნებს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.