C

და დე დი დო დრ
დაა დაბ დად დავ დაკ დალ დამ დან დაო დაჟ დას დატ დაფ დაღ დაშ დაც დაწ დაჭ დახ

დაფნის მაკროფომოზი

L. (Macrophoma georgica Kech.)
დაავადების გარეგნული სიმპტომები ასეთია: ლაქები ფოთლებზე ჯერ მუქი, შემდეგ კი ღია ყავისფერია, საღი ნაწილისაგან მოწითალო-ყავისფერი არშიით გამიჯნული. ნაყოფიანობა შავი წერტილების სახით ჩნდება ლაქის ორივე მხარეზე. სოკო ფოთლის ყუნწის დაავადებასაც იწვევს, რომელიც წვრილდება და ფოთოლთან ერთად ცვივა. ტოტებზე სოკო კიბოსებურ წარმონაქმნებს იწვევს. დასაწყისში ღეროების კანი სქელდება, რომლებიდანაც ხშირად წებო მოედინება. ნერგების დაავადების დროს კანი ფესვის ყელთან მუქდება, დაავადებული ნაწილი ოდნავ წამოზნექილია საღთან შედარებით. გამუქებულ ადგილებზე სოკოს პარენქული უჯრედები დეფორმაციას განიცდის. ხშირად შეიმჩნევა მერქნის დაზიანებაც, რომელიც ყავისფერი პიგმენტიზაციით ხასიათდება. ფოთლის დაავადება ზოგჯერ 18-20%-ს აღწევს. ყლორტებისა და ტოტების დაავადების დროს აღინიშნება მათი ხმობა. დაავადება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სანერგეს, რაც მოსავლიანობის შემცირებაში და თესლნერგის ხმობაში გამოიხატება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9