(ვერტისოლი, მარგალიტური ნიადაგები) - რომლებიც პროფილში კორდიანი, გასოლოდებული, გაეწრებული, ფერალიტური, ბიცობიანი ან ლებიანი ჰორიზონტის ქვეშ განვითარებული აქვს ძლიერ მკვრივი (მშრალ პირობებში), მცირე სიმკვრივის და მაღალი პლასტიკურობის (ტენის პირობებში) ჰორიზონტი, ხასიათდებიან ნეიტრალური ან სუსტი ტუტე რეაქციით და მუქი შეფერვით, შეიცავენ მცირე რაოდენობით ჰუმუსს, დიდი რაოდენობით - თიხამინერალებს, განსაკუთრებით - სმექტიტებს. გამოშრობისას დაწიდული ნიადაგები ძლიერ სკდება და ნაპრალდება. გვხვდება ეკვეტორულ, ტროპიკულ და ზომიერად თბილ სარტყლებში სხვადასხვა რელიეფის, მდელოს, ველის და ტყის მცენარეული ასოციაციების მონაწილეობისა და დროებითი დატენიანების პირობებში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.