პროცესი, რომლის შედეგად ნიადაგი კარგავს ადრე დაგროვილ ორგანულ ნივთიერებებს, რის შედეგადაც ნიადაგი განიცდის ნოყიერების დეგრადაციას, ე.ი. დაქვეითებას, ნიადაგის დეგრადაცია იყოფა ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ ფაქტორებად. ფიზიკური დეგრადაციის შემთხვევაში ნიადაგის ჰიდროფიზიკური შემადგენლობა უარესდება და ირღვევა ნიადაგის პროფილი; ქიმიური დეგრადაციის შემთხვევაში უარესდება ნიადაგის ქიმიური შედგენილობა, იცვითება მკვებავი ელემენტების მარაგი და აგრეთვე მიმდინარეობს დაბინძურება; ბიოლოგიური დეგრადაციის შემთხვევაში იკლებს წყლის მრავალფეროვნება, ირღვევა სხვადასხვა ტიპის ნიადაგის მეზოფაუნისა და მიკროორგანიზმების ოპტიმალური შეხამება და უარესდება სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მონაცემები და ა.შ. ნიადაგის დეგრადაციას განაპირობებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, ნიადაგის ზედა ფენის მასის ჭარბი მოხმარება, ტყის გაკაფვა და ა.შ. ხრამები, ღარტაფები, რის გამაოც მცირდება სახნავ-სათესი ფართობი და სხვა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, უარესდება ნიადაგის ჰიდროლოგიური რეჟიმი.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.