C

და დე დი დო დრ
დეგ დედ დევ დეზ დეკ დელ დენ დეპ დერ დეს დეფ დეჰ

დედამიწის კლიმატური ზონები

დედამიწის სხვადასხვა ადგილას კლიმატი სხვადასხვაა. პოლარული და მთიანი ზონები მთელი წლის განმავლობაში გაყინულია და მშრალია. კონტინენტურ რეგიონებში ზამთარი ცივია, ზაფხული კი - უფრო თბილია. სტეპებში ზამთარი ცივია, ხოლო ზაფხული - ძალზე ცხელია. ზომიერ რეგიონებში უფრო რბილი კლიმატია, ექსტრემალური ტემპერატურის გარეშე. ტროპიკები მთელი წლის განმავლობაში უმთავრესად ცხელი და ტენიანია. ზოგიერთ სუბტროპიკულ ზონაში ცხელი და მშრალი ზაფხული და თბილი, ტენიანი ზამთარი იცის გვალვიანი ზონები ცხელია და წვიმა ძალიან იშვიათად მოდის. სავანის რეგიონები მთელი წლის განმავლობაში ცხელია, მაგრამ იქ არის წვიმიანი სეზონი, რომელიც სამ თვეს გრძელდება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9