წყლის უწყვეტ მოძრაობას და ატმოსფეროში, წყალბრუნვას უწოდებენ. მზის სითბოს ზემოქმედებით ოკიანეებსა და ხმელეთზე არსებული წყალი ორთქლდება. წყლის ორთქლი ადის მაღლა, სადაც ის ცივდება და წყლის წვეთები ღრუბლებს ქმნის. თანდათანობით წყლის წვეთები მძიმდება და წვიმის ან თოვლის სახით მოდის. წყალი გრუნტში ჩაედინება და კვებავს ზღვებს, ტბებს და მდინარეებს. ეს ციკლი უწყვეტად მეორდება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.