C

და დე დი დო დრ
დეგ დედ დევ დეზ დეკ დელ დენ დეპ დერ დეს დეფ დეჰ

დედა ქანი

ქანის ზედაპირული ფენა, რომელზეც ბიოლოგიური და ბიოქიმიური პროცესების, აგრეთვე ადამიანის ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნება ნიადაგი. დედაქანის თვისებები იცვლება ნიადაგთწარმომქმნელი ფაქტორების - კლიმატის, მცენარეულობისა და სხვ. ზემოქმედებით. დედაქანს ყოფენ წარმოშობის (მაგალითად ალუვიური, მაგმური და სხვ.), ქიმიურ-მინერალოგიური თვისებებისა (კარბონატული, კვარციანი და სხვ.) და მექანიკური შედგენილობის მიხედვით. საქართველო გამოირჩევა დედაქანების მრავალფეროვნებით. გავრცელებულია სხვადასხვა შედგენილობისა და ხნოვანების ალუვიური და ტბიურ-მდინარეული ნალექები, თიხაფიქლები, ქვიშაქვები, კონგლომერატები, მაგმური ქანები, ლიოსისებრი თიხნარები და სხვ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9