C

და დე დი დო დრ
დეგ დედ დევ დეზ დეკ დელ დენ დეპ დერ დეს დეფ დეჰ

დენუდაცია (გაშიშვლება)

დედამიწის ზედაპირის ხანგრძლივი ფიზიკურ-ქიმიური პროცესი, რომელსაც როგორც წესი, მოჰყვება ხმელეთის ამა თუ იმ მონაკვეთის მეტნაკლებად მოსწორება. დენუდაცია ქანების გამოფიტვის პროდუქტების ჩამორეცხვა და გადაადგილებაა წყლის, ქარის, ყინულის ან უშუალოდ სიმძიმის ძალის ზეგავლენით, დედამიწის ზედაპირის დადაბლებული ადგილებისაკენ. მის ტემპსა და ხასიათზე დიდ გავლენას ახდენს ტექტონიკური მოძრაობა. დენუდაციის პროცესზე გავლენას ახდენს აგრეთვე დედამიწის ზედაპირის ძალებიც (ეგზოგენური პროცესები). სიმძიმის ძალის ზემოქმედების შედეგად მთის ციცაბო კალთებიდან ცვივა მცირე ზომის ნატეხი ქანები, რომელსაც ხშირად ერთვის ზვავი. შემდეგ მყინვარებს გადააქვთ ნატეხები ზემოდან ქვემოთ. ზღვისა და ტბის ტალღებიც ხშირად ახდენენ სანაპიროს წარეცხვას (აბრაზია). დედამიწის უსწორმასწოროებანი განიცდის ასევე მუდმივი ან დროებითი ნაკადების გავლენას, ხოლო წვიმის წყლები აწარმოებენ მთის ფერდობების წარეცხვას, ამ პროცესს ეროზია ჰქვია. ყოველივეს შედეგად მთის ნაწილები დაბლდება, ხოლო დადაბლებები ივსება. ფართო გაგებით ყველა ამ პროცესს დენუდაცია ეწოდება. მაგ., დენუდაცია დაფიქსირებულია დიდი ბალხანის მთებში (აზია). ვიწრო გაგებით, დენუდაცია გამოფიტული მასალის ზედაპირული წარეცხვაა. ხანგრძლივი დენუდაციის შედეგად მთიანი მხარეები შესაძლოა გადაიქცეს ტალღოვან დენუდაციურ ვაკედ (პენეპლენად).
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9