იგი შაქრის ქარხნის ნარჩენია. შეიცავს CaO – 36,7%, Mg0 – 4, 4%, P₂O₅ – 054%, N – 0,32%, K₂O – 0,1%, ორგანული ნივთიერება 13, 3%. გამოიყენება ყოველგვარი დაფქვისა და გამოწვის გარეშე. გამოიყენება მჟავე და ბიცობი ნიადაგების ქიმიური მელიორაციისათვის. ბოცობ ნიადაგებში ხდება Ca - ის მიერ მშთანთქავი კომპლექსიდან ნატრიუმის გამოძევება, ხოლო მჟავე ნიადაგებში წყალბადიონების ჩანაცვლება კალციუმით. მისი შეტანის საშუალო ნორმაა 5 – 10 ტონა ჰექტარზე, კონკრეტული პირობებისათვის ნორმა განისაზღვრება მჟავე ნიადაგებში გაცვლითი მჟავიანობის, ხოლო ბიცობ ნიადაგებში შთანთქმული ნატრიუმის რაოდენობის მიხედვით.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.