C

და დე დი დო დრ
დია დის დიუ დიფ

დიაგნოსტიკური ჰორიზონტები, ნიშან-თვისებები, სუბსტრატები და კვლიფიკატორები

დიაგნოსტიკური ჰორიზონტები და ნიშან-თვიესბები ხასიათდებიან განსაზღვრული ხარისხობრივირ-რაოდენობრივი მაჩვენებლებით (ორგანული ნივთიერების შემცველობა, ფუძეებით მაძღრობის ხარისხი, სისქე, მინერალური, ქიმიური და მექანიკური (გრანულომეტრული შედგენილობის თავისებურებანი), რომელთა შეხამება ასახავს ნიადაგწარმოქმნის პირობებისა და პროცესს. დიაგნოსტიკური სუბსტრატები ნადაგწარმომქმნელი ქანებია, რომლებიც არსებითად გავლენას ახდენს ნიადაგწარმომქმნელ პროცესებზე. ნიადაგების თანამედროვე სისტემატიკაში დიაგნოსტიკური ჰორიზონტების, ნიშნებისა და სუბსტრატის საფუძველზე გამოყოფენ ნიადაგურ ჯგუფებს (ნიადაგური ჯგუფი არის რაქსონომიური ერთეული, რომელიც თავისი არსით ახლოსაა ნიადაგურ ტიპთან). საველე დიაგნოსტიკის ფარგლებში აუცილებელია დიაგნოსტიკური ჰორიზონტების, ნიშან-თვისებებისა და სუბსტრატის ერთიანი მორფოლოგიური აღწერა. ნიადაგის დოიაგნოსტიკის დასაზუსტებლად მიმართავენ დამატებითი მახასიათებლების გამოვლენას საველე და ლაბორატორიულ პირობებში. ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზის ნიადაგური კგუფების ძირითად დასახელებებს, შედარებით სრულყოფილი და დამატებითი დიაგნოსტიკისათვის, ემატება ერთი ან მეტი კვალიფიკატორი. ისინი გამოხატავენ ჰორიზონტის სისქისა და დიაგნოსტიკური ნიშნ-თვისებების გამოვლენის ხარისხს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9