C

და დე დი დო დრ
დია დის დიუ დიფ

დიაგნოსტიკური ჰორიზონტები

მ ო ლ ი კ ი – ჰუმუსიან-აკუმულაციური ზედაპირული ჰორიზონტი, ხასიათდება რუხი, მუქი რუხი ან შავი შეფერილობით, ორგანული ნივთიერების მაღალი შემცველობთ, მარცვლოვანი ან წვრილკოშტოვანი სტრუქტურით, >50% ფუძეების მაძღრობით. მოლიკის საველე დიაგნოსტიკას ამარტივებს მუქი შეფერილობა და კარგად გამოხატული მარცვლოვანი ან წვრილკოშტოვანი სტრუქტურა, რაც მიუთითებს ფუძეებით მაძღრობაზე.
უ მ ბ რ ი კი – ჰომუსიან-აკუმულაციური ზედაპირული ჰორიზონტი, ხასიათდება მოლიკის მსგავსი შეფერილობით, სისქით და ორგანული ნივთიერების შემცველობით. მისგან განსხვავდება სტრუქტურით და 5%), აქვთ ძალიან მუქი შფერილობა, ახასიათებთ ფხვიერი აგებულება და დაბალი მოცულობითი წონა. სიღრმით ანდიკ ჰორიზონტი უფრო ღია ფერისაა. გამოყოფენ ანდიკის ორ ტიპს: 1. სილანდიკი-გამოირჩევა ალოფანების სიჭარბით, რეაქცია ცვალებადობს მჟავე არედან ნეიტრალურამდე; 2. ალუ-ანდიკი-ხასიათდება ალუმინ ორგანული კომპლექსური ნაერთებით, რეაქცია მერყეობს ძლიერ მჟავიდან მჟავე არემდე.
ნ ი ტ ი კ ი – თიხით მდიდარი ჰორიზონტი, მდებარეობს ზედაპირული ჰორიზონტის ქვეშ, ხასიათდება მძიმე თიხნარი ან უფრო მძიმე გრანულომეტრული შედგებილობით, წითელი ან ყვითელი ელფერით, კარგად გამოხატული კაკლოვანი ან ბელტოვანი აგრეგატების მბზინავი ზედაპირით, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს თიხის ილუვიაციასთან.
კ ა მ ბ ი კ ი – მეტამორფული ჰორიზონტი, რომელიც ნათლად განსხვავდება მის ქვეშ მდებარე ჰორიზონტისგან გრანულომეტრიით, ფერით, სტრუქტურით, კარბონატების შემცველობით. ხასიათდება მძიმე მექანიკური შედგებილობით, 73 ნიადაგური მასის ადგიოლზე გათიხებით (in situ), პირველადი მინერალების შესამჩნევი რაოდენობით, კარბონატების გამოტუტვის ნიშნით (როდესაც ქანინ კარბონატულია).
ს პ ო დ ი კ ი – ილუვიური ჰორიზონტი, რომელშიც აკუმულირებულია ამორფული პროდუქტები. ხასიათდება მუქი შეფერილობით, ორგანული ნივთიერების და ალუმინის ილუვიური ნაერთების ან ილუვიური რკინის შემცველობით.
ა რ ჯ ი კ ი – თიხა - აკუმულაციური ჰორიზონტი, რომელიც მდებარეობს პროფილის შუა ნაწილში. მისი ძირითადი დიაგნოსტიკური ნიშნებია: გრანულომეტრული (ტექსტურული) დიფერენციაცია, თიხის მაღალიშემცველობა ქვედა ჰორიზონტთან შედარებით და სტრუქტურულ აგრეგატებზე თიხიანი კუტანების არსებობა.
ს ა ლ ი კ ი – ადვილად ხსნადი მარილების მეორადი აკუმულაციის ზედაპირული ან სიღრმითი ჰორიზონტი, რომელიც შეიცავს >2% რაოდენობას მარილებს (თაბაშირზე ადვილად ხსნად მარილებს). საველე პირობებში მისი პირველი მანიშნებელია ჰალოფიტების არსებობა. ადვილად ხსნადი მარილები გროვდებიან ან ზედაპირზე ან პროფილის შიგნით, გარკვეულ სიღრმეზე, ვიზუალურად მათი დაფიქსირება შესაძლებელია მხოლოდ მშრალ პირობებში.
ნ ა ტ რ ი კ ი – მკვრივი თიხა-აკუმულაციური ჰორიზონტი, რომელსაც ახასიათებს სვეტოვანი ან პრიზმული სტრუქტურა, ჰორიზონტის ზედა ნაწილში სქელი თიხიანი კუტანების არსებობა, გაცვლითი ნატრიუმის შემცველობა ≥ 15%, ძლიერ ტუტე რეაქცია (pH H₂O > 8,5).
გ ი ფ ს ი კ ი – შეუცემენტებელი ჰორიზონტი, რომელიც შეიცავს თაბაშირს 5% - ზე მეტი რაოდენობით და მის ახალწარმონაქმნებს სხვადასხვა ფორმით (ფსევდომიცელიუმი, კრისტალები და ა.შ.).
კ ა ლ ც ი კ ი – მეორადი CaCO₃ - ის დაგროვების ჰორიზონტი, რომელშიც მისი რაოდენობა ≥ 15%. კალიუმის კარბონატები დიფიზიური (შერეულია ნიადაგის მასაში) ფორმაშია ან გვხვდება ცალკეული ახალწარმონაქმნის სახით (ფსევდომიცელიუმი, კონკრეციები, ძარღვები და ა.შ.). საველე პირობებში CaCO₃ - ის არსებობის დასადგენად იყენებენ 10% HCI. რეაქციის შედეგად სხვადასხვა ხარისხით გამოხატული (მხოლოდ ისმის, ვიზიალურად შეიმჩნევა ცალკეული ბუშტები ან სქელი ქაფი და ა.შ.). მიუთითებს კალციუმის კარბონატების გარკვეული რაოდენობის შემცველობაზე.
ვ ი ტ რ ი კ ი – ზედაპირული ქნ სიღრმითი ჰორიზონტი, რომელშიც მაღალია ვულკანური მინისა და სხვა ვულკანოგენური პირველადი მინერალების რაოდენობა. ახასიათებს ორგანული ნივთიერებების მაღალი და თიხის დაბალი შემცველობა. საველე დიაგნოსტიკას ამარტივებს გამოუფიტავი (სახეშეუცვლელი) ვულკანური მინის და მინისებრი აგრეგატების არსებობა.
ვ ე რ ტ ი კ ი – თიხიანი სიღრმითი ჰორიზონტი, რომელსაც დაჯდომა-გაჯირჯვების შედეგად ახასიათებს სლიქენსაიდების (გაპრიალებული და დაღრმავებული ზედაპირიანი აგრეგატები) არსებობა. მას ახასიათებს მაგარი ან ძალიან მაგარი აგებულება. გამოშრობისას ჰორიზონტში წარმოიქმნება ≥ 1 სმ ზომის ნაპრალები.
ფ ე რ ა ლ ი კ ი – ჰორიზონტი მდებარეობს პროფილის შუა ნაწილში, წარმოიქმნება ხანგრძლივი და ინტენსიური გამოფიტვის შედეგად. ახასიათებს რკინის, მანგანუმის, ალუმინის, ტიტანის ჟანგების და ჰიდროჟანგების შემცველობა, ფხვიერი აგებულება (ნიადაგი თითებს შორის ფქვილივით შეიგრძნობა), მაღალი ფორიანობა, ქვიშნარი ან უფრო მძიმე გრანულომეტრული შედგენილობა, ქვების, ხრეშის და კონკრეციების შემცველობა არ აღემატება 80%. ჰორიზონტში არ შეიმჩნევა კუტანები, როგორც ილუვიაციის გამოხა ტულობის ნიშანი.
ფ ე რ ი კ ი – ჰორიზონტი ხასიათდება რკინის, რკინისა და მანგანუმის სეგრეგაციით, რის შედეგადაც წარმოიქმნება მსხვილი ზომის ლაქები და კონკრეციები. ფერიკი ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში თანდათანობით გადადის პლინტიკ ჰორიზონტში.
პ ლ ი ნ ტ ი კ ი – სიღრმითი ჰორიზონტი, რომელიც შედგება ძალიან გარკინებული (ხშირად მანგანუმთან ერთად), ჰუმუსით ღარიბი კაოლინიტური თიხისა და კვარცის ნარევისაგან, რომელიც ჟანგბადთან კონტაქტის და დატენიანება-გამოშრობის ციკლების მონაცვლეობის შედეგად გარდაიქმნება ორშტეინის ფენად ან კონკრეციებად და არათანაბარი ზომის მაგარ აგრეგატებად. ჰორიზონტს ჩვეულებრივ ახასიათებს წითელი ლაქები. მუდმივად ტენიან პირობებში პლინტიკის ნივთიერებები არ არის ძალიან მაგარი და მისი გაჭრა ბარით შესაძლებელია. დასველების და გაშრობის ხშირი, განმეორებითი ციკლების შედეგად, პლინტიკი ძალიან მკვრივდება და გარდაიქმნება ორშტეინად.
დ ი უ რ ი კ ი – სიღრმითი ჰორიზონტი, რომელიც სხვადასხვა ხარისხით შეცემენტებულია კაჟმიწის კონკრეციებით, რომლებიც უმეტესად წარმოდგენილია ოპალის ან მიკროკრისტალური ფორმებით.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9