C

და დე დი დო დრ
დია დის დიუ დიფ

დიაგნოსტიკური ნიშან-თვისებები

გ ლ ე ი კ ფერის – წარმოიქმნება გრუნტის წყლებსა და კაპილარულ ფორიანობას შორის განსხვავებული ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალით, რის შედეგადაც ადგილი აქვს რკინის და მანგანუმის (ჰიდრო) ოქსიდების არათანაბრად განაწილებას. გლეიკ ფერის ნიშანი (მოწითალო, მოყავისფრო ან მოყვითალო ფერები აგრეგატების ზედაპირზე ან პროფილის ზედა ნაწილში, მორუხო-მოცისფრო ფერები აგრეგატების შიგნით ან პროფილის ქვედა ნაწილში) გამოხატავს გალებების პროცესს, რომელსაც განაპირობებს გარკვეული პერიოდის (ტროპიკებში რამდენიმე დღის და სხვა ტერიტორიებზე რამდენიმე კვირის) განმავლობაში გრუნტის წყლების გავლენით გამოწვეული აღდგენითი პირობები.
ს ტ ა გ ნ ი კ ფერის – მიუთითებს აღდგენით პროცესებზე, რომელსაც განაპირობებს ზედაპირული წყლების ზემოქმედება გარკვეული პერიოდის (ტროპიკებში რამდენიმე დღის და სხვა ტერიტორიებზე რამდენიმე კვირის) განმავლობაში. სტაგნიკ ფერის ნიშანი, აღდგენითი პროცესების ადგილებში, გამოვლენილია ჭრელი ლაქიანობით: აგრეგატების ზედაპირი შედარებით ღიაა და მკრთალი, აგრეგატების შიგა ნაწილი უფრო მოწითალოა და მუქი.
მ ე ო რ ა დ ი გ ა კ ა რ ბ ო ნ ა ტ ე ბ ი ს – მეორადი კარბონატები მიეკუთვნებიან ახალწარმონაქმნებს, რომლებიც მემკვიდრეობით არ გადადიან დედაქანებიდან. ისინი წარმოიქმნებიან ნიადაგური ხსნარიდან გამოლექვის შედეგად. მეორადი კარბონატები წარმოქმნიან კონკრეციებს, სფერულ აგრეგატებს-ფხვიერ და რბილ თეთრ თვლებს, რომლებიც უკეთესად შესამჩნევია მშრალ მდგომარეობაში. კარბონატების ფსევდომიცელიუმები არ მიეკუთვნებიან მეორად კარბონატებს, მათი არსებობა უკავშირდება ტენის ცვალებადობას.
ფ ე რ ა ლ ი კ ი – ახასიათებს ნიადაგის ისეთ მინერალურ მასას,რომელსაც გააჩნია გაცვლითი კატიონების დაბალი ტევადობა, საკმაოდ მსუმბუქი მექანიკური (გრანულმეტრული) შედგენილობა, რომლებიც შეესაბამებიან ჰორიზონტ ფერალიკის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9