C

და დე დი დო დრ
დია დის დიუ დიფ

დიაგნოსტიკური კვალიფიკატორები

ა ნ დ ი კ ი – 0 – 100 სმ ფარგლებში ნიადაგის პროფილს გააჩნია ანდიკ დიაგნოსტიკური ჰორიზონტი.
კ ა ლ კ ა რ ი კ ი – 20 - დან 50 სმ სიღრმემდე ნიადაგის პროფილი შეიცავს კარბონატულ ნივთიერებებს.
კ ა ლ ც ი კ ი – მეორადი კარბონატების დაგროვება ნიადაგის პროფილის 0 – 100 სმ სიღრმის ფარგლებში.
კ ა მ ბ ი კ ი – 0 – 50 სმ სიღრმის ფარგლებში ნიადაგის პროფილს გააჩნია კამბიკ დიაგნოსტიკური ჰორიზონტი.
ქ რ ო მ ი კ ი – 0 – 150 სმ სიღრმის ფარგლებში ნიადაგის პროფილი შეიცავსმინიმუმ 30 სმ სისქის ფენას, რომლის უმეტესი ნაწილის ელფერი არის 7,5 YR ან უფრო წითელია.
დ ი ს ტ რ ი კ ი – 20 – 100 სმ სიღრმის ფარგლებში ნიადაგის სისქის უმეტესი ნაწილისათვის ფუძეებით მაძღრობის ხარისხი დაბალია 50% - ზე.
ე უ თ რ ი კ ი – 20 – 100 სმ სიღრმის ფარგლებში ნიადაგის სისქის უმეტესი ნაწილისათვის ფუძეებით მაძღრობის ხარისხი ≥ 50%.
ფ ე რ ა ლა კ ი – 0 – 100 სმ სიღრმის ფარგლებში ნიადაგის პროფილს გააჩნია ფერალიკ დიაგნოსტიკური ჰორიზონტი ან ფერალიკ დიაგნოსტიკური ნიშან თვისება.
ფ ე რ ი კ ი – 0 – 100 სმ სიღრმის ფარგლებში ნიადაგის პროფილს გააჩნია ფერიკ დიაგნოსტიკური ჰორიზონტი.
ფ ლ უ ვ ი კ ი – 25 – 100 სმ სიღრმის ფარგლებში ნიადაგის პროფილი შეიცავს ფლივიკ სუბსტ რატს.
ლ უ ვ ი კ ი – 0 – 100 სმ სიღრმის ფარგლებში ნიადაგის პროფილს გააჩნია დიაგნოსტიკური არჯიკ ჰორიზონტი და ფუძეებით მაძღრობის ხარისხი ≥ 50%.
მ ო ლ ი კ ი – ნიადაგის პროფილს გააჩნია ზედაპირული მოლიკ დიაგნოსტიკური ჰორიზონტი.
უ მ ბ რ ი კ ი – ნიადაგის პროფილს გააჩნია ზედაპირული უმბრიკ დიაგნოსტიკური ჰორიზონტი.
ჰ უ მ ი კ ი – ორგანული ნახშირბადის შემცველობა ფერალსოლებისა და ნიტისოლების პროფილის 0 – 100 სმ სიღრმის ფარგლებში შეადგენს მინიმუმ 1,4%, ლეპტოსოლების პროფილში ზედაპირიდან 25 სმ სიღრმემდე - მინიმუმ 2%, დანარჩენები ნიადაგების პროფილში ზედაპირიდან 50 სმ სიღრმემდე - მინიმუმ 1%. მ
ო ლ ი ჰ უ მ ი კ ი – ნიადაგის პროფილს გააჩნია მოლიკ დიაგნოსტიკური ჰორიზონტი და ჰუმიკ კვალიფიკატორი.
ნ ა ტ რ ი კ ი – 0 – 100 სმ სიღრმის ფარგლებში ნიადაგის პროფილს გააჩნია ნატრიკ დიაგნოსტიკური ჰორიზონტი.
ნ ი ტ ი კ ი – 0 – 100 სმ სიღრმის ფარგლებში ნიადაგის პროფილს გააჩნია ნიტიკ დიაგნოსტიკური ჰორიზონტი.
ს ტ ა გ ნ ი კ ი – 0 – 100 სმ სიღრმის ფარგლებში ნიადაგის პროფილს გააჩნია სტაგნიკ ფერის ნიშან-თვისება ან/და ალბიკ დიაგნოსტიკური ჰორიზონტი.
გ ლ ე ი კ ი – 0 – 100 სმ სიღრმის ფარგლებში ნიადაგის პროფილს მინუმუმ 25% - ს გააჩნია გლეიკ ფერის ნიშან-თვისება.
ჰ ა პ ლ ი კ ი – აღნიშნავს მოცემული თვისების ტიპურ (მისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ გამოვლენას.
რ ე ნ ძ ი კ ი – ნიადაგის პროფილში მოლიკ ჰორიზონტი უშუალოდ ფორმირებულია კარბონატულ სუბსტრატზე, რომელშიც კალციუმის კარბონატების შემცველობა შეადგენს მინიმუმ 40%.
ვ ე რ ტ ი კ ი – 0 – 100 სმ სიღრმის ფარგლებში ნიადაგის პროფილს გააჩნია ვერტიკ დიაგნოსტიკური ჰორიზონტი.
ქ ლ ე ი კ ი – 0 – 100 სმ სიღრმის ფარგლებში ნიადაგის პროფილს გააჩნია თიხიანი გრანულომეტრული შედგენილობის მინიმუმ 30 სმ სისქის ფენა.
კ უ ტ ა ნ ი კ ი – ა რ ჯ ი კ – ჰორიზონტში თრიხის კუტანების არსებობა.
ს პ ო დ ი კ ი – 0 – 200 სმ სიღრმის ფარგლებში ნიადაგის პროფილს გააჩნია სპოდიკ დიაგნოსტიკური ჰორიზონტი.
ჰ ი ს ტ ი კ ი – 0 – 40 სმ სიღრმის ფარგლებში ნიადაგის პროფილს გააჩნია ჰისტიკ დიაგნოსტიკური ჰორიზონტი.
ა ბ რ ა პ ტ ი კ ი – მექანიკური (გრანულომეტრული) შედგენილობის მკვეთრი ცვლილება.
ს კ ე ლ ე ტ ი კ ი – ზედაპირიდან 100 სმ სიღრმემდე ნიადაგის პროფილი შეიცავს 40 - დან 90% - მდე ხირხატს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9