C

და დე დი დო დრ
დია დის დიუ დიფ

დიაგნოსტიკური სუბსტრატები

კ ა ლ კ ა რ ი კ ი – ძლიერ შიშინებს 10% HCI - ის ზემოქმედებით, კალციუმის კარბონატის შემცველობა მინიმუმ 2%.
ფ ლ უ ვ ი კ ი – ალუვიურ, ტბურ და ზღვიური ნალექები, რომლებიც რეგულარულად იღებენ ახალ ნაფენებს ან შეძენილი აქვთ წარსულში. მთავარი დიაგნოსტიკური მაჩვენებელი არის მინიმუმ 25% ნიადაგური მასის სტრატიფიკაცია (შრეობრიობა).
გ ი ფ ს ი რ ი კ ი - ნიადაგწარმომქმნელი ქანი, რომელიც შეიცავს ≥5% თაბაშირს.
ლ ი მ ნ ი კ ი – შეიცავს ორგანულ და მინერალურ ნივთიერებებს (მაგ.: საპროპელი და მერგელი) ერთდროულად.
ტ ე ფ რ ი კ ი – ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი სუსტად გამოფიტული, ფხვიერი მასალა (მაგ.: ფერფლი, პენზა) ანდა ვულკანოგენური მასალა შერეულია სხვა წარმოშობის ქანებთან (მაგ.: ქვიშიანი ტეფრა, ვულკანოგენური ალუვიონი, ლიოსიანი ტეფრა).
ო რ გ ა ნ უ ლ ი ს უ ბ ს ტ რ ა ტ ი – შედგება ორგანული ნარჩენებისგან, რომლებიც გროვდებიან დედამიწის ზედაპირზე, მშრალ და ტენიან პირობებში. ასევე სუბსტრატზე წარმოქმნილ ნიადაგზე მინერალური კომპონენტები სუსტ გავლენას ახდენენ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9