გრანულირებული რთული სასუქია. შეიცავს N-10%, P₂O₅ - 26%, K₂O-26%. არაჰიგროსკოპიულია, არ იბელტება, აქვს კარგი გაფანტვის უნარი. შეიძლება შერევა სხვა სასუქებთან. გამოიყენება ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურაში, ნიადაგის ძირითად და მწკრივულ განოყიერებაში, გამოკვებაში. შეტანის ნორმაა 200 – 350 კგ/ჰა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.