(NH₄)₂ HPO₄, N-18%, P₂O₅ -50%. რთულ სასუქებს შორის იგი ყველაზე კონცენტრირებული სასუქია. მიიღება თავისუფალი ფოსფორის მჟავას ამიაკით გაჯერების შედეგად. არ შეიცავს ბალასტს. გამოიყენება ყველა კულტურაში თესვისა და დარგვის წინ. აზოტის ის რაოდენობა, რომელიც, დიამოფოსშია განაპირობებს საწყის ეტაპზე მცენარის აზოტზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. აზოტის მოყვარული კულტურებისათვის აუცილებელია მარტივი აზოტიანი სასუქის დამატება გამოკვებაში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.