მწერის სასიცოცხლო ციკლში შეჩერების მოვლენა, რომლითაც ორგანიზმი ეგუება გარემოს არახელსაყრელი პირობების უარყოფით ზემოქმედებას (ჰაერის ტენიანობა, ტემპერატურა, ტენიანობა, სინათლის ხანგრძლივობა, საკვები და სხვ.). დიაპაუზას სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა ფაზაში (კვერცხი, მატლი, ჭუპრი, იმაგო) გადის. შეიძლება ზამთარს ისინი ორ ან მეტ ფაზაშიც შეხვდნენ. ზამთრის დიაპაუზის გარდა, მწერებში შეინიშნება ზაფხულის დიაპაუზაც (ესტივაცია), რომელიც გამოწვეულია ძირითადად ხანგრძლივი გვალვებით. ამ პირობებში მწერები, როგორც წესი, თავს აფარებენ ნიადაგის ღრმა ფენებს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.