მოთეთრო ან მოყვითალო ცარცისმაგვარი ფოროვანი, მსუბუქი დანალექი ქანი. ქიმიური შედგენილობით 96% ოპალია. შეიცავს კვარცის, გლაუკონიტის, თიხის მინარევებს. დიატომიტი წარმოიქმნება ზღვისა და ტბის აუზებში დალექილი დიატომეებიანი შლამისაგან. იყენებენ ადსორბენტად და ფილტრად ნავთობქიმიური, საფეიქრო, კვების მრეწველობის, აგრეთვე ანტიბიოტიკების, ქაღალდის, პლასტსმასებისა და საღებავების წარმოებაში, ლითონისა და მარმარილოს საპრიალებელი პასტების დასამზადებლად და სხვა. საქართველოში არსებობს ქისათიბის დიატომიტის საბადო.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.