ნაცრისფერი სრულკრისტალური საშუალო სიმჟავიანობის (SiO₂55-65%) მაგმური ინტრუზიული ქანი. დიორიტის მთავარი მინერალებია საშუალო პლაგიოკლაზი, რქატყუარა, იშვიათად შეიცავს პიროქსენსა და ბიოტიტს, ზოგჯერ -კვარცსაც; აქცესორული მინერალებია - აპატიტი, მაგნეტიტი, ილმენიტი და სხვა. დიორიტი ნაკლებადაა გავრცელებული დაგვხვდება გრანიტოიდულ ინტრუზიებში უბნების სახით, ზოგჯერ ქმნის შტოკს, დაიკს, ლაკოლითსა და სხვა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.